სერიალ "ლუციფერის" ახალი სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

სტრიმინგ პლატფორმა Netflix-მა სერიალ „ლუციფერის“ ფინალური, მეექვსე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა.

"ლუციფერის” პირველი სეზონი 2016 წლის ზამთარში გამოვიდა. ნილ გეიმანის კომიქსების პერსონაჟი "ლუციფერი", ჯოჯოხეთში ცხოვრებით დაღლილი, ატმოსფეროს შეცვლას გადაწყვეტს და ღამის კლუბს ხსნის ლოს-ანჯელესში. იგი ხდება დეტექტივის, ქლოე დეკერის კონსულტანტი და მას ზებუნებრივი შესაძლებლობების გამოყენებით, დანაშაულის მოგვარებაში ეხმარება.

ახალი სეზონის პრემიერა 2021 წლის 10 სექტემბერს გაიმართება.