სერიალ "მეგობრების" სპეციალური ეპიზოდის გადაღება დასრულდა

სერიალ "მეგობრების" ახალი სპეციალური ეპიზოდის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. ამის შესახებ მაყურებლებს გადამღებმა ჯგუფმა Instagram-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით აცნობა.

ყველასათვის საყვარელი სერიალის ახალ ეპიზოდს HBO MAX-ის სტრიმინგ სერვისზე ვიხილავთ.

მანამდე, მსახიობმა, მეთიუ პერიმ, სოციალურ ქსელში სერიალის ახალი ნაწილის გადასაღები მოედნიდან სურათი გამოაქვეყნა. 

ახალ სეზონს HBO Max იღებს. პროექტში სამსახიობო გუნდი უცვლელია, მთავარ როლებს დეივიდ შვიმერი, კორტნი კოქსი, ჯენიფერ ენისტონი, მეთიუ პერი და მეთ ლებლანკი შეასრულებენ.

სერიალის გადაღებები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.