Sex and the City -ის მსახიობი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერიალ Sex and the City-ის მსახიობი უილი გარსონი  57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ვაჟმა განაცხადა.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

უილი გარსონი სერიალში მთავარი პერსონაჟის, ქერი ბრედშოუს საუკეთესო მეგობრის, სტენფორდ ბლატჩის როლს ასრულებდა.

მსახიობს Sex and the City-ის გაგრძელებაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა.