შანხაის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყო

შანხაის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეგისტრაცია კინემატოგრაფისტებსა და კინო ორგანიზაციებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორმა განაცხადა.

ცერემონია, რომელიც ყოველწლიურად ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 100-ზე მეტ ახალ გადამღებ ჯგუფს და 400-მდე ცნობილ კინორეჟისორს აერთიანებს, გასულ წელს პანდემიის გამო გაუქმდა.

შანხაის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 11-დან 20 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

პირველად ფესტივალი 1993 წელს ჩატარდა. ეს გლობალური მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებაა კინემატოგრაფიის სამყაროში. გასული წლის ღონისძიებაზე 108 ქვეყნიდან და რეგიონიდან სულ 3,693 ფილმი დარეგისტრირდა.