შარლიზ ტერონი საშინელებათა სერიალის პროდიუსერი იქნება

შარლიზ ტერონი სტრიმინგ-სერვის HBO Max-ის სერიალის პროდიუსერი იქნება. პროექტი საშინელებათა ჟანრის რომანის "ბოლო გოგონას მხარდაჭერის ჯგუფი" ეკრანიზაციაა, რომლის ავტორი New York Time-ის ჟურნალისტი გრედი ჰენდრიქსია. ამის შესახებ Deadline წერს.

თავად ჰენდრიქსის პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება.

სერიალი მოგვითხრობს ე.წ. ბოლო გოგონების თერაპიული დახმარების ჯგუფზე, რომლებიც მასობრივი ხოცვაში გადარჩნენ. სიუჟეტის ცენტრში ექვს გადარჩენილი ქალია, რომლებიც ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.