შერის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

მომღერალ შერის წელს, 20 მაისს 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მან გულშემატკივრებს განუცხადა, რომ მის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ.

როგორც მომღერალი აცხადებს, მის შესახებ ფილმს ჯუდი კრამერი და ჰარი გეცმანი გადაიღებენ. ხოლო, ბიოგრაფიული ფილმის სცენარზე ერიკ როთი იმუშავებს. 

შერის მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გრემი, ემი, 3 ოქროს გლობუსი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში  მისი სახელობის ვარსკვლავი.

შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ.