შონ კონერის პისტოლეტი აუქციონზე 256 000 დოლარად გაიყიდა

ბრიტანელი სპეცაგენტი ჯეიმს ბონდის პისტოლეტი, რომელიც  1962 წელს გამოსულ ფილმშია გამოყენებული Julien's-ის აუქციონზე 256 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია Walther PP-ის ტიპის პისტოლეტზე. 

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.