შვარცენეგერი და დევიტო "ტყუპების" გაგრძელებაში ისევ ძმებს ითამაშებენ

კომედია "ტყუპების" გამოშვებიდან 33 წლის შემდეგ, ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს გაგრძელების გადაღება. ახლა ძმებს, რომლებიც ბავშვობაში დაშორებულნი არიან, მესამე ტყუპიც , ტრეისი მორგანი დაემატებათ. არნოლდ შვარცენეგერი და დენი დე ვიტო კი ისევ ძმების როლებს შეასრულებენ.

გაგრძელებაში ფილმის გმირები იგებენ, რომ მათ ჰყავთ სხვა ძმა, რომელიც ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა მუქი ფერის.

 ახალი ფილმის სახელწოდებაა „სამტყუპი“ და მისი რეჟისორი აივან რაიტმანია.

Universal– ის ორიგინალური ფილმი "ტყუპები" ჰიტი იყო, რომელმაც 216 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.