"სიმფსონებს" კიდევ ორი სეზონი ექნება

Fox Entertainment-მა ანიმაციური სერიალი "სიმფსონები" კიდევ ორი სეზონით გახანგრძლივდა.

ანიმაციური პროექტი ყველაზე ხანგრძლივი ამერიკული ტელესერიალია. ჯამში მას 34 სეზონი და 757 ეპიზოდი ექნება.

2019 წელს პროექტის ავტორები ამბობდნენ, რომ 32-ე სეზონი, სავარაუდოდ, უკანასკნელი იქნება.

ახლა კი ახალი სერიების დეტალებიც კი არის ცნობილი.

ჰომერი საბოლოოდ გამელოტდება, მილჰაუსი სათვალეს ლინზებით შეცვლის, ბარტი კი მე-10 დაბადების დღეს უკვე 33-ჯერ იზეიმებს.