ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან - PHOTO

კომპოზიტორსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ავრცელებს და ნატოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

მისივე ინფორმაციით, ვარსკვლავის გახსნა 20 სექტემბერს იგეგმება. 

,,20.09.2020 ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი. ნატო გელაშვილის შემოქმედების 30 წლის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა. რეჟისორი ლევან წულაძე (ჭოლა)", - წერს ოქიტაშვილი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.