"სუხიშვილები“ თვითიზოლაციაში გადადის

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დასი უკრაინაში გასტროლს წყვეტს და თვითიზოლაციაზე გადადის.

ანსამბლის ფეისბუკის გვარდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 თებერვლის შემდეგ 37 კონცეტრი ჩაატარეს პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში.

"საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით, გასტროლებზე მყოფი დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას - ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც,"- წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.