"სუპერმენისა" და "სასიკვდილო იარაღის" რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი რიჩარდ დონერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Deadline ავრცელებს.

მისი მეუღლის, ლორენ შულერ დონერის თქმით, რეჟისორი ორშაბათს, 5 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

ამერიკელ კინორეჟისორს პოპულარობა ფილმებმა "ომენი" (The Omen - 1976) და "სუპერმენი" (Superman -1978) მოუტანა.

"სუპერმენი" "ოსკარის" სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული და ჯილდო საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის მიიღო.