კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 8 თეატრს საგასტროლო ხარჯები დაუფინანსდება. პროექტისთვის კონკურსის "დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
1. „მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნე რეგიონებში“ - სსიპ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. „თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე რეგიონებში“ - სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი
3. „მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეგიონალური გასტროლი 2021“ - სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
4. „ჯილდო?!..." - სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის გატროლი მესტიაში
5. „ჩრდილების თეატრის გასტროლი გურიასა და სამცხე-ჯავახეთში“ - სსიპ ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი „აფხაზეთი“
6. „გასტროლები საქართველოს რეგიონში ქალაქ სენაკში“ - სსიპ ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
7. „თეატრის გასტროლი ქ. ბათუმში - სპექტაკლი შეყრა“ - სსიპ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
8. „თანამედროვე ბალეტ ,,ბეატრიჩეს" წარმოდგენა ბათუმში“ - ა(ა)იპ გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი.
კონკურსისთვის განაცხადი 16-მა პროექტმა წარადგინა.. გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენდა.