თბილისში პოლონური კინოს ფესტივალი "ვასილა" გაიხსნა

თბილისში პოლონური ფილმის ფესტივალი „ვისლა“ მიმდინარეობს.  

ფესტივალი, რომელიც თბილისის აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში მიმდინარეობს, იანუშ კონდრატის ფილმის „ როგორც ძაღლი კატასთან“ ჩვენებით გაიხსნა.

ყველა ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი 31 ოქტომბერს დასრულდება.

„ვისლას“ სრული პროგრამა ასე გამოიყურება: 


28.10

20:00 „როგორც ძაღლი კატასთან“ რეჟისორი: იანუშ კონდრატიუკ, 2018, 100 წთ. - ფესტივალის გახსნის ღონისძიება

29.10
18:00 „ბეკშინსკები. ხმისა და გამოსახულების ალბომი“ რეჟისორი: მარჩინ ბორხარდტი, 2017, 80 წთ.
20:00 „შეწყალება“ რეჟისორი: იან იაკუბ კოლსკი, 2018, 100 წთ.

30.10
18:00 სილეზიის რეგიონის, ქალაქ კატოვიცეს უნივერსიტეტის რადიოსა და ტელეევიზიის ფაკულტეტის სტუდენტების ფილმები, 2018, 101 წთ.
20:00 „იულიუში“ რეჟისორი: ალეკსანდერ პიეტშაკ, 2018, 97 წთ.

31.10
18:00 „მაწანწალათა კლუბი“ რეჟისორი: ტომაშ შაფრანსკი, 2015, 98 წთ.
20:00 „მარია სკლოდოვსკა-კური“ რეჟისორი: მარია ნოელე, 2016, 100 წთ.