თეა დარჩიას ცეკვა დედამიწას, რომელიც კარანტინშია - VIDEO

თეა დარჩიამ, კორონავირუსის საფრთხის გამო, კარანტინში განთავსებულ და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ცეკვა მიუძღვნა.

მოცეკვავემ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეო განათავსა.

"ნახევარ დედამიწას რომელიც , თვითკარანტინშია სამოქალაქო პასუხისმგებლობით და მეორე ნახევარს , რომელიც იძულებით კარანტინშია ვირუსის გამო !!! პატივის ცემითა და დიდი სიყვარულით კლიპი, რომელიც ეძღვნება ნიკო ფიროსმანს და ნინო რამიშვილს !!! დიდი სიყვარულით !!! 

ასრულებენ: ნუკრი კაპანაძე და Quintessence

პროექტის თანაავტორი იულია დევიდენკო Julia Art",- წერს დარჩია.