The Suicide Squad-ის გაგრძელების თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

YouTube არხზე კინოსტუდია Warner Bros.-ის ახალი ფილმის, The Suicide Squad-ის გაგრძელების თრეილერი გახდა ხელმისაწვდომი. განახლებული პროექტის რეჟისორი და სცენარის ავტორია ჯეიმს გუნი. აღმასრულებელი პროდიუსერი კი ზაკ სნაიდერი.

ფილმში მონაწილეობენ მარგო რობი, იდრის ელბა, ჯონ სინა, იუელ კინამანი, პიტერ კაპალდი, ვიოლა დევისი.

ფილმის პრემიერა დაგეგმილია აგვისტოში. 

ის გამოჩნდება როგორც კინოთეატრებში, ისე HBO Max-ზე.