The Weeknd გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ელჩი გახდა

კანადელი მომღერალი The Weeknd გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის კეთილი ნების ელჩი ელჩი გახდა. ინფორმაციას Hypebeast ავრცელებს.

”გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამა ყოველდღიურად სიცოცხლის შეცვლისა და გადარჩენის მიზნით გადაუდებელ და ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს და მე მსოფლიოში შიმშილის პრობლემის გადაჭრასა და გაჭირვებულთა დახმარების საკითხს ენთუზიაზმით ვუდგები", - აცხადებს The Weeknd.

მანამდე მომღერალმა ეთიოპიაში მსოფლიო სასურსათო პროგრამის საქმიანობისთვის მილიონ დოლარი გაიღო. მან ეთიოპია შეგნებულად აირჩია, რადგან მისი მშობლები კანადაში სწორედ ამ ქვეყნიდან ჩავიდნენ.