Those Who Wish Me Dead-ის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

სტრიმინგ-სერვისმა HBO Max გამოაქვეყნა ფილმ "Those Who Wish Me Dead-ის" თრეილერი. მისი რეჟისორია ტეილორი შერიდანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ანჯელინა ჯოლი, ნიკოლას ჰულტი და აიდან ჟილენი. ამის შესახებ ინფორმაციას Vulture ავრცელებს.

ფილმის ცენტრშია ტყის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, ჰანა ფაბერი, რომელსაც ანჯელინა ჯოლი ასრულებს. მას უწევს 12 წლის ბიჭის დაცვა წყვილებისგან, რომლებიც მკვლელები არიან.

"Those Who Wish Me Dead-ს" მაყურებელი 14 მაისს აშშ-ის კინოთეატრებში და HBO Max-ზე იხილავს.

ვიდეო: HBO Max