ტინა ტერნერი ინსულტის შემდეგ თაყვანისმცემლებს დაემშვიდობა

მომღერალმა ტინა ტერნერმა თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ კარიერას ასრულებს.

მანამდე, 81 წლის შემსრულებელმა ინსულტი გადაიტანა. მას ასევე ონკოლოგიური დაავადება და თირკმლის უკმარისობა აქვს. 2017 წელს მას თირკმლის გადანერგვა მოუხდა.

ახლა ტერნერს სურს, კამერებს მოშორდეს. ამის შესახებ მან Sky TV- ს ახალ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

გამოცემა The Sun–ის ინფორმაციით, ტერნერს ასევე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს, რომელიც პირველი ქმრის, აიკ ტერნერის მხრიდან ოჯახური ძალადობის შედეგად მიიღო.

ტინა ტერნერს "გრემის" რვა ჯილდო აქვს. მას "როკ-ენ-როლის დედოფალს" უწოდებდნენ.