თოჯინების თეატრში მანანა წიკლაურის იუბილე გაიმართა

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, მსახიობ მანანა წიკლაურისათვის მიძღვნილი 60 წლის იუბილე გაიმართა, სადაც მის მიერ შესრულებული როლების რეპროსპექტივა მოეწყო.

მანანა წიკლაურს 200-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები, მათ შორის 100 - მთავარი. მიღებული აქვს, "უნიმას" საუკეთესო ქალი მსახიობი, მაღალპროფესიული ოსტატობის გამოვლენისთვის "ოსტატის" ჯილდო. გუშინ კი საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით გადაეცა "ამაგდარის" წოდება.