ტოკიოში ქართული ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართება

ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმში ქართული ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ ჩვენება გაიმართება. 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარ „მიტოვებულ სოფელს“  უმასპინძლებს.

ფილმის ჩვენება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი 1995 წლიდან იმართება.

„მიტოვებული სოფელი“ შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.