თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

ქართველი მომღერალი ევროვიზია 2021-ს გამოეთიშა. 

თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მსმენელის წინაშე მეათე ნომრად წარდგა და სიმღერა – "You" შეასრულა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ როტერდამში დღეს გაიმართა.

მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

ევროვიზიის ფინალი 22 მაისს გაიმართება.