ტოტო კუტუნიომ ქართველების მიერ კარანტინში შესრულებული სიმღერა გამოაქვეყნა - VIDEO

იტალიელმა მომღერალმა ტოტო კუტუნიომ იზოლაციაში მყოფი ქართველების მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა. ჰიტს მისი შემოქმედებიდან, სახელწოდებით "L'Italiano" რამდენიმე ადამიანი ონლაინ, საკუთარი სახლებიდან ასრულებს.

"საქართველოში სიმღერა “L’Italiano” ძალიან უყვართ. ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ჰიმნად, სიმბოლოდ და საზღვრებს მიღმა ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. #დარჩისახლში", - წერს მომღერალი Facebook-პოსტში.