Toy Story-ის სპინ-ოფის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

Pixar-მა და Disney-მ  ანიმაციური ფილმის "სათამაშოების ისტორიის" სპინ-ოფის პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. 

ანიმაციური ფილმი Lightyear ასტრონავტ ბაზ ლაითერის შესახებ მოგვითხრობს, რომლის პატივსაცემადაც მისი სახელობის სათამაშო ასტრონავტები შეიქმნა.

მთავარ გმირს  მსახიობი კრის ევანსი ახმოვანებს. ხოლო, მულტფილმის რეჟისორი ანგუს მაკლეინია.

Lightyear-ის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის 17 ივნისს არის დაგეგმილი.