ცნობილი მუსიკოსი ლაილ მეისი გარდაიცვალა - VIDEO

ჯაზის სამყარომ კიდევ ერთი დიდი წარმომადგენელი დაკარგა. ცნობილი მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ლაილ მეისი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington post-ი ავრცელებს. მუსიკოსი, რომელიც ლეგენდარული პეტ მეთენის ჯგუფში უკრავდა და არაერთი გრემის მფლობელია 66 წლის იყო. როგორც პეტ მეთენის საიტი იუწყება, ელექტრო კლავიშზე შემსრულებელი ხანგრძლივ ავადმყოფობას ებრძოდა.