"ცუდი ხალხი“ Indie Short Fest-ზეა წარდგენილი

გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცუდი ხალხი“ ლოს ანჯელესში, Indie Short Fest-ის დაჯილდოებაზე, ორ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი.

დაჯილდოვების ცერემონია ოქტომბერში გაიმართება. 

ასევე, გიორგი თავართქილაძის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი „ერთი საათი” წარდგენილი იქნება დანიაში, Odense International Film Festival-ის მთავარ კონკურსში.