უეს ანდერსონის ახალ ფილმში მარგო რობის და ტომ ჰენკსს ვიხილავთ

მარგო რობი უეს ანდერსონის ახალი ფილმის  სამსახიობო  გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood reporter წერს.

ფილმის სახელი რეჟისორს ჯერ შერჩეული არ აქვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "უოლ სტრიტის მგელისა" და "თვითმკვლელთა რაზმის" ვარსკვლავი უეს ანდერსონის ფილმში მეორეხარისხოვან როლს შეასრულებს.

 ფილმში მონაწილეობას ასევე მიიღებემ ტომ ჰენკსი, ედრიან ბროუდი, ბილ მიურეი და ტილდა სუინტონი.

როგორც ცნობილია, ფილმის გადაღებები ესპანეთში, აგვისტოს ბოლოს დაიწყება.