უფლისციხის ეროვნული ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

უფლისციხის ეროვნული მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ვიზიტორებს საშუალება აქვთ ესტუმრონ მას. ადგილზე მათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუძავებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან. 

მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად, ახალი პროტოკოლის მიხედვით გაიხსნება.