უტა ბერიას ფილმს ფრანგულ და იტალიურ კინოფესტივალებზე ნახავენ - VIDEO

უტა ბერიას "უარყოფით რიცხვებს" საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ნოემბერში ფილმის მსოფლიო პრემიერა ჯერ Arras Film Festival-ზე გაიმარება, შემდეგ კი "უარყოფითი რიცხვების" იტალიურ პრემიერას რომის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი უმასპინძლებს.

უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი ფართო აუდიტორიამ პირველად ბაკურიანში, ქართული კინოს ფორუმზე ნახა. ფილმმა კინოკრიტიკოსებისა და კინოჟურნალსიტებისგან დადებითი შეფასება მიიღო.

ფილმის თრეილერი: