ვაგიფ მუსტაფაევის ახალ ფილმში მთავარ როლს ქართველი მსახიობი შეასრულებს

დეკემბერში, ბაქოში, ყარაბაღის კონფლიქტისადმი მიძღვნილი აზერბაიჯანელი კინორეჟისორის ვაგიფ მუსტაფაევის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართება, რომელშიც რამდენიმე ცნობილი ქართველი მსახიობი მონაწილეობს.

აღსანიშნავია რომ ფილმში მთავრ როლსაც ქართველი მსახიობი დემეტრე სამხარაძე ასრულებს.