ველისციხეში, მარნის დემონტაჟის დროს უძველესი ქვევრი და საფლავის ქვა იპოვეს

სოფელ ველისციხეში, მარნის დემონტაჟის დროს ორტონიანი ქვევრი და ბაზალტის მოზრდილი ქვა იპოვეს, რომელზეც მხედრული დამწერლობით შესრულებული წარწერებია.

ქვევრი და ქვა კერძო საცხოვრებელ სახლში არსებული მარნის დემონტაჟის დროს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის მიწიდან მხოლოდ ერთი ქვევრია ამოღებული. რაც შეეხება საფლავის ქვას, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მასზე ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი იყო დაშენებული. ქვაზე დატანილი წარწერა ჯერ არ არის გაშიფრული.

ვარაუდობენ, რომ მარანი XVIII-XIX საუკუნეებში იყო აშენებული.