თბილისში Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული დაიწყო

თბილისში Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული დაიწყო. ღონისძიება დღეს მარჯიელას ფოტოგრაფის გამოფენით გაიხსნა.

31 ოქტომბრიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება პირველად იხილავს ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.


Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო ცენტრებიდან როგორიცაა Galeries Lafayette, Harvey Nichols, Moda Operandi, Browns Fashion და სხვა სავაჭრო ცენტრების შემსყიდველების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.