15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს წარუდგენენ

15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობაში და დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ მოზარდებს ბრალს 16:00 საათზე, დროებითი მოთავსების იზოლატორიში წარუდგენენ.1

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადასცეს. 

საქმის მასალებში დევს მოწმეების - მეზობლების და თვითმხილველების ჩვენებები, ასევე ფოტომტკიცებულებები, რომლებიც სამართალდამცავებმა ადგილზე გადაიღეს. ასევე საქმეში დევს სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ინციდენტში მონაწილე პირები, მანამ სანამ ისინი შემთხვევის ადგილზე მივლენ.

გაზხრახ მკვლელობაში ბრალდებული კვლავ თავის პოზიციაზე რჩება, არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას.

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოზარდი ამბობს, რომ მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს.

შსს-მ მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავაერთს გამოძიება მკვლელობას, ხოლო მეორეს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.