20 ივნისის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილი, ილია მემარნიშვილი და გიორგი ქურდოვანიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

საქალაქო სასამართლოში სადაც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირის პროცესი გაიმართა, დაცვის მხარემ გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობები დააყენა. კერძოდ, ილია მემარნიშვილის და ქურდოვანიძის ადვოლატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით თავისი დაცვის ქვეშ მხყოფებისთვის  სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 3-ათას ლარიანი გირაო შესთავაზა. მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმაც აღკვეთი ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, პატიმრობის მაგივრად 5-ათას ლარიანი გირაოს გამოყენების შეთავაზებით. 

მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და პატიმრობა დატოვა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე არიან დაკავებულები. კიდევ ერთი პირი, ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც მათთან ერთად იყო დაკავებული, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.