28 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ აქტივისტს პატიმრობა შეეფარდა

მოძრაობა „შეცვალეს” აქტივისტს, გიორგი რუხაიას, რომელიც 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ რუხაია დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის როგორც 166-ე, ასევე 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლოაბს გულისხმობს. 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა. პროცესზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ის სამართალდამცველები, რომლებმაც გიორგი რუხაიას დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.