ადვოკატი ტორესა მოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

მწერლისა და ტელეკომპანია "მთავარის" წამყვანის, ტორესა მოსის ადვოკატი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი თეო ზაქარაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. მან შესაბამის ორგანოს უკვე მიმართა დაკავებულის ხელწერილის გათავისუფლების მოთხოვნით.

ზაქარაშვილმა კახეთის სამხრეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. ადვოკატის ცნობით, ტორესა მოსის სხეულზე დაზიანებები არ აღინიშნება. 

"ტორესა მოსის დაკავება და ვადის გაგრძელება არღვევს მის უფლებებს და ამიტომ ის ხელწერილის საფუძველზე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს"- აცხადებს თეო ზაქარაშვილი.

შეგახსენებთ, ტორესა მოსი პოლიციამ თელავში, სუს-ის შენობის შესასვლელთან დააკავა.