ახალგაზრდა ქალის ცხედარი კომაროვის სკოლასთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 40 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი იპოვეს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.