არ მაქვს გარანტია, რომ სახლთან არ დამხვდეს და სისულელე არ ჩაიდინოს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის გამოკითხვა პოლიციაში დასრულდა. 

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამართალდამცველებს დეტალურად აღუწერა მომხდარი შემთხვევა და გარდა ამისა ინფორმაცია მიაწოდა მათ მუქარის შესახებ, რომელიც მის და მისი პარტიის წევრების მიმართ ხორციელდება. 

მოვუყევი მათ შორის იმ მუქარების შესახებ, რომელსაც ის ავრცელებს სოციალურ ქსელში. მუქარები, რომელიც არის ჩემი პოლიტიკური პარტიის წევრების მიმართ…

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მე არ მესახება, რომ ეს ადამიანი არ არის საფრთხე საზოგადოებისთვის ან ჩემთვის, იცის ჩემი საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ და არ მაქვს გარანტია, არაფხიზელ მდგომარეობაში არ დამხდეს სახლთან და ჩემი პოლიტიკური იდეოლოგიისა და ზოგადად, ჩემ მიმართ სიძულვილის გამო, რაღაც სისულელე არ ჩაიდინოს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.