არასრულწლოვნის ზ.ხ -ს მამა თამაზ ხომასურიძე მცხეთის სასამართლოში გამოკითხეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ -ს მამა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოკითხეს.

თამაზ ხომასურიძემ მაგისტრი მოსამართლის კითხვებს უპასუხა.

საქმე ეხება, ხომასურიძის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც მას მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა.