,,არავინ გამოუჩნდა პატრონი - არც უბნის ყოჩებს იცნობდა და არც ტელეფონი ჰქონდა"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

,,მოხდა ჩხუბი!

უბნებმა დააყარეს ერთმანეთს!

ნახალოვკამ და საბურთალომ საშველად უბნის კაი ბიჭებს დაურეკეს, პოლიციის ნაცვლად!

ვაზისუბნელ ოქროს ბიჭს, შაქარას არავინ გამოუჩნდა პატრონი-არც უბნის ყოჩებს იცნობდა და არც ტელეფონი ჰქონდა.
ჩაცუცქული ქვე-ყანა!",
- წერს კილაძე სოციალურ ქსელში.