არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა.

გვეამაყება, რომ ასეთი პროფესიონალი, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურს და სახელისუფლებო გუნდს საუკეთესოდ წარმოადგენს და წარმატებით ემსახურება თავის ქვეყანას. საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და წარმატებებს ვუსურვებ!"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.