გუკა რჩეულიშვილს შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს, მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე, აღკვეთ ღონოსძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება.

მოსამართლემ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო მიიღო.