ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება.

სასამართლო ბრალდებულის მიმართ განაჩენს გამოაცხადებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. უცნობია, დაესწრება თუ არა განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.