ავსტრალიელი პედაგოგის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. 31 ივლისს შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.