ბაჩალიაშვილის ექსპერტიზა დასრულდა

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რამდენიმე წუთის წინ, უკრაინელმა ექსპერტმა, გალინა კარმუშინამ დატოვა. ექსპერტმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შესაბამისი პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულდა, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ სახლში ხვალ გადაასვენებენ.