ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა. საქმე ეხება ოჯახის ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის და ეკა ქობესაშვილის დაცვის უფლების შეზღუდვას.

მხარე ასაჩივრებს ფაქტს, როცა საქმის ერთ-ერთ ეტაპზე პროკურატურამ ადვოკატები მოწმეების სახით დაკითხა, რაც ლია მუხაშავრიას განმარტებით, კანონით დაუშვებელია.

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთ ეტაპზე, ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი, სასამართლომ მოწმეებად დაკითხა. კანონი და საერთაშორისო პრაქტიკა კატეგორიულად კრძალავს ადვოკატის დაკითხვას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის საადვოკატო საქმიანობას ასრულებს,"- აღნიშნა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ.