ბაჩანა ლობჟანიძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად წარუდგინა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ლობჟანიძე Report.ge-ს ინტერვიუს აძლევდა როდესაც უწყებიდან დაუკავშირდნენ. 

როგორც ბაჩანა ლობჟანიძემ აღნიშნა, ის ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაიბარეს, თუმცა გუშინ მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. 

მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რა კითხვები ექნება მასთან გამოძიებას.