ბათუმში აივნის ჩანგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულის აივნის ჩანგრევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც report.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აივნის ჩანგრევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.