ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ , რომ საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავებულები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ.