ბოლნისში დაკავებულ პირებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, ა.ი-მ ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ,,ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარედ , ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყებამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა. 

ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს - 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით.

არიფ იუსუფოვისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.